MINANQARI.GE-ის გამოყენების პირობები
ბოლო განახლება: 14 / 06 / 2026
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე პირობები არეგულირებს ვებ-გვერდ Minanqari.ge-ის გამოყენებას.
ვებ-გვერდზე შესვლითა და მისი გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აღნიშნულ პირობებს.
Minanqari.ge წარმოადგენს საიუველირო ნამუშევრების ონლაინ კატალოგს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ოსტატების ნამუშევრებს და დაუკავშირდნენ მათ პირდაპირ.
საიტი არ არის ონლაინ მაღაზია, არ ყიდის პროდუქტებს და არ მონაწილეობს მომხმარებელსა და ოსტატს შორის დადებულ გარიგებებში.
2. პლატფორმის დანიშნულება
პლატფორმა უზრუნველყოფს:
- საიუველირო ნამუშევრების კატალოგის დათვალიერებას;
- ოსტატების პროფილების განთავსებას;
- ოსტატების საკონტაქტო ინფორმაციის გამოქვეყნებას;
- ნამუშევრების ფოტოებისა და აღწერების გამოქვეყნებას.
3. რეგისტრაცია
ოსტატის სტატუსით რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციის მიერ დამტკიცების შემდეგ.
მომხმარებელი ვალდებულია წარმოადგინოს ზუსტი და აქტუალური ინფორმაცია.
ადმინისტრაცია უფლებამოსილია უარი თქვას რეგისტრაციაზე მიზეზის განმარტების გარეშე.
4. კონტენტის განთავსება
ოსტატი სრულად პასუხისმგებელია მის მიერ ატვირთულ:
- ფოტოებზე;
- აღწერებზე;
- ფასებზე;
- საკონტაქტო ინფორმაციაზე;
- ნებისმიერ სხვა მასალაზე.
ოსტატი ადასტურებს, რომ ფლობს ყველა საჭირო უფლებას ატვირთულ მასალებზე.
5. აკრძალული კონტენტი
აკრძალულია:
- სხვისი ფოტოების უნებართვოდ გამოყენება;
- ყალბი ინფორმაციის გავრცელება;
- კანონდარღვევის ხელშეწყობა;
- შეურაცხმყოფელი ან უკანონო მასალების განთავსება;
- სპამის გავრცელება.
6. ადმინისტრაციის უფლებები
ადმინისტრაციას უფლება აქვს:
- წაშალოს ნებისმიერი ნამუშევარი;
- დროებით შეზღუდოს ანგარიშის ფუნქციონალი;
- შეაჩეროს ან გააუქმოს ანგარიში;
- შეცვალოს ან წაშალოს გამოქვეყნებული მასალა.
თუ მომხმარებელს გააქტიურებული აქვს ფასიანი სერვისი, ადმინისტრაცია უფლებამოსილია დარღვევის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და მისცეს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად.
7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Minanqari.ge არ წარმოადგენს არც გამყიდველს, არც მყიდველს და არც შუამავალს.
საიტი არ არის პასუხისმგებელი:
- პროდუქციის ხარისხზე;
- პროდუქციის ავთენტურობაზე;
- ფასებზე;
- მიწოდებაზე;
- გადახდებზე;
- მომხმარებელსა და ოსტატს შორის წარმოშობილ დავებზე.
ნებისმიერი გარიგება ხორციელდება უშუალოდ მომხმარებელსა და ოსტატს შორის.
8. ფასიანი მომსახურებები
10 ნამუშევრის გამოქვეყნება უფასოა. დამატებითი ადგილი ღირს 1 ₾ / 30 დღე, ცალკეული სასწავლო გვერდი — 20.00 ₾ / 30 დღე. ერთ გვერდზე შესაძლებელია რამდენიმე სასწავლო პროგრამის გაერთიანება.
ერთჯერადი აწევა: ნამუშევარი — 0.50 ₾, პროფილი — 1.00 ₾, სასწავლო გვერდი — 1.00 ₾. ნამუშევრის აწევა მოქმედებს სტანდარტულ კატალოგში და არ ცვლის ძიებისა და ფილტრების დალაგებას. ახალი გამოქვეყნება ან სხვა აწევა შეიძლება გამოჩნდეს მის წინ.
შიდა საფულე ივსება BOG-ის ან TBC-ის მითითებულ ანგარიშზე საბანკო გადარიცხვით. გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითეთ საფულეში მოცემული თქვენი ანგარიშის ნომერი და ელფოსტა. რეალური გადარიცხვის მიღებისა და გადამოწმების შემდეგ თანხა საფულეზე აისახება ერთი დღის განმავლობაში; საიტზე დამატებითი მოთხოვნის გაგზავნა არ არის საჭირო. მომსახურებების ჩამოჭრა ინახება ოპერაციების ისტორიაში. ავტომატური გაგრძელება ჩაირთვება მხოლოდ მომხმარებლის არჩევანით. არასაკმარისი ბალანსის შემთხვევაში ფასიანი პერიოდის დასრულებისას ზედმეტი ნამუშევრები და სწავლება დაიმალება, მაგრამ არ წაიშლება. უფასო ადგილები და პროფილის მართვა რჩება ხელმისაწვდომი.
9. ინტელექტუალური საკუთრება
საიტის დიზაინი, პროგრამული კოდი, ლოგო, სახელწოდება და სხვა ელემენტები წარმოადგენს Minanqari.ge-ის საკუთრებას და დაცულია მოქმედი კანონმდებლობით.
10. პირობების ცვლილება
ადმინისტრაციას უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს აღნიშნული პირობები.
განახლებული ვერსია ძალაში შედის საიტზე გამოქვეყნების მომენტიდან.
11. საკონტაქტო ინფორმაცია
მფლობელი: ინდივიდუალური მეწარმე
მისამართი: საქართველო, კორპუსი 19
E-mail: info@minanqari.ge
