
სასწავლო კურსი
გთავაზობთ ტიხრული მინანქრის შესწავლის 1 თვიან კურს. კურსი მოიცავს 12 გაკვეთილს 2 საათის ხანგრძლივობით. კურსის ფარგლებში მოწაფე ვერცხლზე დაამზადებს 3 ნაკეთობას თავიდან ბოლომდე. ორი ნაკეთობა რჩება მოწაფეს. მესამე რჩება სახელოსნოში. კურსი მოიცავს: 1. მინანქრის მოკლე ისტორია 2. ესკიზის შექმნა 3. ესკიზის მიხედვით ტიხრების დალაგება 4. მინანქრის ფერებზე მუშაობა 5. ტიხრების და ფერების ღუმელში გამოწვა 6. მინაქრის ზედაპირის გაპრიალება 7. ვერცხლის გაპრიალება სწავლება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე. კურსის ღირებულება 600 ლარი

მასტერ კლასი ტიხრულ მინანქარში!
დავამზადებთ ვერცხლის კულონ პეპელას! ხანგრძლივობა 6 საათი! ყველა საჭირო მასალა კულონის დასამზადებლად დაგხვდებათ ადგილზე! მონაწილეობის საფასური - 150 ლარი. თქვენ მიერ დამზადებული კულონი დაგრჩებათ თქვენ!