მთავარი              ჩვენს შესახებ გალერეა კონტაქტი

 

მოგესალმებით !

 

      ჩვენ გთავაზობთ ქართული ტიხრული მინანქრის სამკაულებს  შესრულებულს ვერცხლში.  ჩვენი ნაკეთობები იქმნება საქართველოში, სხვადსხვა ნიჭიერი მემინანქრეების მიერ.  უძველესი საიუველირო ხელოვნებისა და თანამედროვე ხედვის შერწყმით იქმნება ულამაზესი და მრავალფეროვანი სამკაულები. ყოველი ნაკეთობა არის უნიკალური , ვინაიდან შესრულებულია ხელით და არ ექვემდებარება მექანიზაციას. კონკრეტული შეკვეთის შემთხვევში შესაძლებელია მხოლოდ მიმსაგვსებული კოპიის შექმნა.         ამ ეტაპზე გვაქვს  მხოლოდ ონლაინ მაღაზია. თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გაუსვლელად შეარჩიოთ სასურველი სამკაული ჩვენ საიტზე და შეკვეთიდან მეორე დღეს მიიღოთ სამკაული. თბილისის ფარგლებში კურიერის მომსახურება სამუშაო დღეებში არის 5 ლარი, შაბათ კვირას 10 ლარი,საქართველოს რეგიონებში ვაგზავნით საქართველოს ფოსტით, ტარიფი 5-11ლარი( წონის მიხედვით). გისურვებთ წარმატებებს! გაილამაზეთ ცხოვრება  ჩვენი სამკაულებით!